კიევში, ევროინტეგრაციის რამდენიმე ათასი მომხრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა. „ინტერფაქს-უკრაინის" ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და შენობას შორის სამართალდამცავთა კორდონია განლაგებული.
სააგანტო იტყობინება, რომ სამართალდამცავთა მიმართულებიც სხვადასხვა საგნები ისროლეს.
გავცელებული ინფორმაცით, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელს არ მოაწერს ასიოცირების ხელშეკრულ;ებას ოპოზიცია „სახელმწიფო ღალატის, ევროკავშირთან ასიცირებუილ ხელშეკრულბის ხელმოწერის ჩაშლის გამო" მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენბს. უკრაინის მასობრივი იმფორმაცის საშუალები იტყობინებიან რომ კივეში მიმდინარე აქციაზე საპროტესტო აქციების გაგრძელების რეზოლუცია მიღოეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოთხოვნები გააჟღერეს.
გავრცელებული ინფორმაცით, კიევში მიმდინარე საპროტესო აქციის მონაწილეთა კოლონა, რომლის შემადგენლობაში არიან სახალხო ვეჩეს „ევროპული უკრანისთვის" წევრები მთავრობის სახლიდან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის შემონისკენ დაიძრა.
აქცის მონაწილები სკანდირებენ" რევოლუცია!", რევოლუცია!".
ამავდროულად, გავრცელუბული ინფორმაცით, კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან სროლები ისმის. „უნიანის" ინფორმაცით, ამ ტერიტორიაზე სტიქიურად მოწყობილი საპროტესტო აქცია მიმდინარეობას. პოლიციამ უკვე გამოიყენა ცრემსადენი გაზი.
„მილიციასა და დემონსტრანტებს შორის მიმდინარეობს შეტაკება, მილიცია ხელკეტებს იყენებს", - იტყბინება სააგენტო.
უკრაინის პარტია „ბატკივშინას" ლიდერმა ანდრეი იაცენიუკმა კიევში მიმდინარე მიტინგზე მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადაყენოს მთავრობა და ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
მისივე თქმით, უკრაინის ოპოზიცის წარმომადგენლები 27 ნოემბერს გაემგზავრებიან ვილნიუსში რათა ითხოვონ, რომ „ევროპამ ღია დატოვოს კარები უკრაინის დიდი სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებებს ევროკვაშირის შემადგენლობაში.
ამავდროულად, პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინელ ხალხს მოიწოდებს ზწეოლა მოახდინოს ქვეყნის პრეზიდენტზე, რათა მან ხელის მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
შესაბამისი მიმართვა კიევში მიდინარე საპროტესტო აქციაზე ტიმოშნკოს ქალიშვილმა გააჟღერა.
„უნდა ვაიძულოთ ისინი შეთახმებას ხელი 29 ნომებერს, სწორედ ვილნიუსში მოაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს მოაწერენ ხელს", - აცხადებს იულია ტიმოშენკო.
გავრცელბული ინფორმაცით, კიევში სეცდანიშნულების რაზმმა აქციის მინაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
როგორც „უკრაინსაკაი პრავდა" იუწყება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინ მიმდინარე აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილი ქონდა შენობაში შეჭრის მცდელობას.
შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაცის პროცესის შეჩერების გამო კიევში და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება.