უკრაინის პარტია „ბატკივშინას" ლიდერმა ანდრეი იაცენიუკმა კიევში მიმდინარე მიტინგზე მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადაყენოს მთავრობა და ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
მისივე თქმით, უკრაინის ოპოზიცის წარმომადგენლები 27 ნოემბერს გაემგზავრებიან ვილნიუსში რათა ითხოვონ, რომ „ევროპამ ღია დატოვოს კარები უკრაინის დიდი სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროკავშირის შემადგენლობაში.
ამავდროულად, პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინელ ხალხს მოიწოდებს ზეწოლა მოახდინოს ქვეყნის პრეზიდენტზე, რათა მან ხელის მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შესაბამისი მიმართვა კიევში მიდინარე საპროტესტო აქციაზე ტიმოშნკოს ქალიშვილმა გააჟღერა.
„უნდა ვაიძულოთ ისინი შეთახმებას ხელი 29 ნომებერს, სწორედ ვილნიუსში მოაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს მოაწერენ ხელს", - აცხადებს იულია ტიმოშენკო.
გავრცელბული ინფორმაცით, კიევში სეცდანიშნულების რაზმმა აქციის მინაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
როგორც „უკრაინსაკაი პრავდა" იუწყება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინ მიმდინარე აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილი ქონდა შენობაში შეჭრის მცდელობას.
შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაცის პროცესის შეჩერების გამო კიევში და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება.