მაიდანზე ხალხის შეკრება დილიდან მიმდინარეობს. ამჟამად იქ უკვე შეკრებილია 10000-მდე ადამიანი და ხალხის ნაკადი არ წყდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ხალხს ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშები უკავია. მაიდანზე არც ერთი პარტიული სიმბოლიკა არ ჩანს.
ამასთან ერთად, 15 დან 20 მდე ათასი ევროინტეგრაციის მომხრე დგას შევჩენკოს პარკთან. იქ კოლონის ფორმირება მიმდინარეობს, რომ შემდეგ ისინი მაიდანზე მომიტინგეებს შეუერთდდნენ.
ამავე დროს, ასევე კიევში მიხაილოვსი მოედანზე კიდევ ერთი მიტინგი მიმდინარეობს. აქციას ჰქვია „ვაშენებთ ევროპას უკრაინაში". მიტინგის ტრანსლირებას სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი ახორციელებს. სოციალურ ქსელებში მას მიტინგს მიხაილოვსკის მოედანზე უკვე უწოდეს ანტიმაიდანი.