ჟენევაში მიმდინარე დაძაბული ხუთდღიანი მოლაპარაკებების შედეგად ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ და ირანმა ბირთვულ პროგრამაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ბარაკ ობამამ მიღწეულ შეთანხმებას პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა რომელიც საკითხთა ფართო სპექტრზე რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აღელვებს მომავალი მოლაპარაკებებისთვის გზა ხსნის.
„დიპლომატიამ უფრო უსაფრთხო მსოფლიოსკენ გზა გაჭრა",- განაცხადა მან.
ობამას თქმით, ირანმა თანხმობა განაცხადა უარი თქვას ურანის გამდიდრების ახალი ცენტრიფუგების განთავსებაზე, დაუშვას თავის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორები და შეაჩეროს რეატორის მშენებლობა მძიმე წყალზე, რომელსაც ტექნიკურად ძალუძს საბრძოლო პლუტონის გამომუშავება.
ამის სანაცვლოდ, ისლამური რესპუბლიკა ეკონომიკური სანქციების ნაწილობრივ შემსუბუქებას მიიღებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა საუბარი მიდის 4, 2 მილიარდის თანხის ირანის საზღვარგარეთული აქტივების გალღობაზე.
თუმცა, თუ თუ ნახევარი წლის განმავლობაშო საერთაშორისო საზოგადოება ვერ დაინახავს დაპირებულის შესრულებას , სანქციები კვლავ აღდგება. განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები