შოტლანდია 2016 წლის 24 მარტს დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გახდეს იმ შემთხვევაში თუ 2014 წლის 18 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიელთა უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს და ინგლისისგან გამოყოფას მიემხრობა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ბრიტანეთის სამინისტრომ შოტლანდიის საქმეებში უკვე მიუთითა იმაზე, რომ უკვე დაგეგმილი თარიღები დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და რეფერენდუმის ჩატარებისა ასუსტებს შოტლანდიის მთავრობის პოზიციებს გამოყოფის შესახებ დაგეგმილ მომავალ მოლაპარაკებებში, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ რეფერენდუმზე უმრავლესობა დამოუკიდებლობას მისცემს ხმას.
ამის მიუხედავად, შოტლანდიის მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია დამოუკიდებლობის დღის თარიღის შეტანა ე.წ. თეთრ წიგნში" - ოფიციალურ საკანონმდებლო დოკუმენტში, რომელიც შოტლანდიის მომავალი დამოუკიდებლობის პრინციპებს ეძღვნება.
„თეთრი წიგნი' სამშაბათს გამოქვეყნდება და შოტლანდიის მთავრობის წევრმა გამოთქვა იმედი, რომ მას რაც შეიძლება მეტი შოტლანდიელი გაეცნობა. წიგნი 670 გვერდიანია და ის ინტერნეტშიც გამოქვეყნდება.
ეს კონკრეტული თარიღების დასახელების პირველი შემთხვევაა.
ლონდონში ოფიციალური ედინბურგის ქმედებებმა კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, ცენტრალური მთავრობა, პრინციპში არ ეწინააღმდეგება შოტლანდიის დამოუკიდებლობას, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება რეფერენდუმზე იქნება მიღებული, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისაუბრო კონკრეტულ თარიღებზე მაშინ როდესაც ხალხს ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს არაკორექტულია და კონტრპროდუქტიული.
მასალის გამოყენების პირობები