ეგვიპტის ხელისუფლებამ თურქეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ეგვიპტის საგარეო უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ ანკარა უკვე დატოვა ეგვიპტის ელჩმა.
ეგვიპტე აცხადებს, რომ თურქეთი ახდენს ისეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რომელიც ქვეყნის ინტერსში არ შედის, ის ასევე მხარს უჭერს ისეთ ორგანიზაციებს, რომელებიც ვითარების დესტაბილიზაციას ახდენენ.
თურქეთმა არაერთხელ გაკრიტიკა ეგვიპტე მუჰამედ მურსის დამხობის გამო, რის საპასუხოდაც ქაირომ განაცხადა, რომ ეს არის მის საქმეებში უხეში ჩარევა.
მასალის გამოყენების პირობები