დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იულიამ ჰეიგი აცხადებს, რომ ჟენევაში შეკრებილ, ირანისა და ექვსეულის წარმომადგენლებს შორის კვლავ რჩება „მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი უთანხმოება".
ჰეიგი აცხადებს, რომ ნებისმნერი შეთნხმება უნდა იყოს კარგად გაზრებული.
„მოლაპარაკები რთულია, ჩვენ აქ ვიმყოფებით არა იმისთვის, რომ უცებ ყველაფერზე მოვილაპარაკოთ, არის მცირე მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა"- განაცხადა ჰეიგმა.
ჟენევაში ჰეიგის გარდა იმყოფებიან მის კოლეგები აშშ-დან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.
ჟენევაში შეკრებილი საგარეო უწყების ხელმძღვანელბი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ დარწმუნონ ირანი, შეაჩეროს საკუთარი ბირთვული პროგრამა, სანაცვლოდ კი ნაწილობრივ მოეხსნას ეკონომიკური სანქციები.