საფრანგეთში 87 წლის ასაკში ცნობილი კინორეჟისორი ჟორჟ ლოტნერი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაცით, რეჟისორი პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მან 40-ზე მეტი ფილმი გადაიღო.
ლოტერის ფილმებში მონაწილეობდნე ჟან გაბენი, ლუი დე ფიუნესი, ალენ დელონი, პიერ რიშარი, სოფი მარსო და სხვა ცნობილი მსახიობები.
მაყურებელს კარგად ახსოვს რეჟისორის ფილმები ჟან პოლ ბერმონდოს მონაწილეობით - „პროფესიონალი", „ვინ არის ვინ", „უცხო სახლში".
სწორედ „უცხო სახლში", რომელიც რეჟისორმა 1992 წელს გადაიღო გახდა მისი ბოლო ნამუშევარი.