ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტი 81,467.3 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც ბათუმის საკრებულოში განმარტავენ, თვითმმართველი ქალაქის მომავალი წლის პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, განათლების, კულტურის, სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები იქნება.
ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერიამ საკრებულოს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წარუდგინა. საჯარო განხილვებისა და შენიშვნების შემდეგ საკრებულო ბიუჯეტის პროექტს შესწორებებისთვის 10 დეკემბერს აღმასრულებელ ორგანოს დაუბრუნებს, ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას საკრებულო სავარაუდოდ არაუგვაინეს 31 დეკემბრამდე დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები