25 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონები
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის, თავისუფლების მოედნის, ვერეს დაღმართის, ლეონიძის, სარაჯიშვილის, უზნაძის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, ტაბახმელას, დიდების და წავკისის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II და IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.