სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ ორგანიზებული, დღეს გამართული სემინარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების საკითხებს შეეხო. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა.
სემინარის მსვლელობაში განხილული იქნა სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვის საკითხები. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ, პროგრამა ჭორლდ Lეარნინგ/Fორეცასტ-ის ფარგლებში, UშAID-ის დაფინანსებით, დაქირავებულმა საერთაშორისო კომპანია MGთ-ის კონსულტანტებმა სემინარის მონაწილეებს პრეზენტაცია სახელწოდებით: „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმა" წარუდგინეს.
როგორც ცნობილია, პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია ჭორლდ Lეარნინგ/Fორეცასტ Gეორგია-ის მიერ, UშAID-ის დაფინანსებით.
სააგენტოსა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2009 წლის 4 დეკემბერს მოეწერა. ერთწლიანი პროექტის მიზანია: ადგილობრივ ხელისუფლებასა და რესურსცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე სასკოლო ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და თანამედროვე სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სტანდარტების შემუშავება.
.