კიევის სასამართლომ მიიღო დადგენილება მაიდანზე აქციის ჩატარების შეზღუდვის შესახებ. განცხადება ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ნარინჯისფერი რევოლუციის მონაწილეთა კოალიციის" თავმჯდომარემ სერგეი მალნიჩენოკმ გააკეთა. მისი თქმით, მაიდანზე აქცია ნარინჯისფერი რევოლუციის მე-9 წლისთავისადმი უნდა ყოფილიყო მიძღვნილი".
ამასთან ერთად, მაიდანზე წუხელ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ უკრანის გადაწყვეტილებით გაურკვეველი ვადით შეეჩერებინა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისათვის მზადება.
ხალხმა მაიდანზე მოსვლა საღამოს დაიწყო. უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 წუთში მოედანზე 700-800 ადამიანამდე შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან. ისინი სკანდირებდდნენ „უკრაინა-ევროპა!".
მაიდანზე ხალხი შეკრება ვილნიუსის სამიტამდე იგეგმება.