ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ქართული ეკონომიკა კრიზისში არ არის. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სახეზეა ეკონომიკური ზრდის შენელება, თუმც მაინც არის ეკონომიკის 2.5 %-იანი ზრდა.
„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება. დიახ წინა წელთან შედარებით ჩვენ გვაქვს დაბალი ზრდა, მაგრამ მაინც გვაქვს 2.5 %-იანი ზრდა. კრიზისი ჩვენ არ გვაქვს ნამდვილად. რაც შეეხება იმას, რომ თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს და მოქალაქეებმა ეს იგრძნონ - სწორედ აქეთკენაა მიმართული ჩვენი ძალისხმევა. ის, რომ მეტი ჩართულობა უნდა იყოს ეკონომიკურ ზრდაში, ის რომ მცირე ზომის სუბიექტებმა, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოები, როგორიცაა დამწყები ბიზნესები. არც ერთი დღეს არსებული ინსტიტუცია არ აფინანსებს. სწორედ აქეთკენაა მიმართული ჩვენი ძალისხმევა. შეიქმნას ის მექანიზმები, როდესაც დამწყები ბიზნესები. რომელსაც ინოვაციური იდეების გადაყვანაზე ბიზნესიდეაში. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება. ამ გზით შეიძლება, რომ უფრო მეტი მოქალაქე იქნეს ჩართული ეკონომიკაში"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.