უკრაინის სხვა და სხვა ქალაქებში ადამიანები საპროტესტო აქციებზე გუშინდელი საღამოდან იკრიბებიან. ისინი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელის მოწერისათვის მზადების შეჩერებას ეხება.
აქციები იმართება ლვოვში, დონეცკში, ივანო -ფრანსკოვსკში, ლუცკში - უკრაინელები ქუჩაში გამოდიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ამას გარდა, სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს მოწოდება ყველასადმი ვისთვისაც უკრაინის მომავალი სულერთი არ არის ქუჩაში გამოვიდნენ.
ამავე დროს კიევის საოლქო სასამართლომ გამოსცა განკარგულება, რომლიც მიხედვითაც აქციების ჩატარება ამიერიდან შეზღუდული იქნება. ამავე დროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია ასევე მაიდანზე კარვების გაშლა.