2013 წლის ოქტომბერში ქვეყანაში 4 015 ერთეული ბიზნეს სუბიექტები დარეგისტრიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავცრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტებს შორის, 96.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო
საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.3% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.917 დონეზე დაფიქსირდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბრში კლება დაფიქსირდა წინა თვესთან (6.9%-ით), ხოლო ზრდა - წინა წლის იმავე თვესთან (28.0%-ით) შედარებით.
2013 წლის ოქტომბრში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 10.7%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის
ზრდა 27.1%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 61.4%-ით.
ოქტომბერში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ-
მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.913 და 1.055 დონეებზე დაფიქსირდა.
ოქტომბრის თვეში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 391 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 470 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.6%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.2% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 134 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 8 კოოპერატივი და 2 სააქციო საზოგადოება.