გლდანის მიუსაფარ ბავშვთა სახლში გარდაცვლილი 10 წლის ვახტანგ მჟავიას დაკრძალვის ხარჯებს რუსთავის მერია დაფარავს.
გარდაცვლილი ეპილეფსიით იყო დაავადებული და მშობლებს სახლიდან ხშირად ეპარებოდა. ბოლოს პატარა ვახტანგი 4 მარტს გავიდა სახლიდან. გარდაცვალების მიზეზად ფილტვების მწვავე უკმარისობა დასახელდა.