ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ უმაღლესი საერთოავღანური ასამბლეის წევრებს მოუწოდა შეათანხმონ ხელშეკრულება ვაშინგტონთან, რომელიც აშშ-ს ჯარებს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგ დარჩენის უფლებას მისცემს.
ასამბლეის გახსნისას ყარზაიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ის დაარწმუნა, რომ ეს შეთანხმება რეგიონში სტაბილურობის გამყარებისკენაა მიმართული.
ასევე ავღანელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას მხარს უჭერს ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი.
ამ შეთანხმების ერთ-ერთ სადავო საკითხად რჩება ამერიკელი სამხედროების ნებართვა ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში შესვლასთან დაკავშირებით.
ამას გარდა, ჯერაც გაურკვეველია, ამერიკელი სამხედროები ავღანურ კანონებს დაემორჩილებიან თუ ამერიკულ კანონებს.
ადრე ყარზაიმ განაცხადა, რომ 2014 წლის ბოლოს ავღანეთში შესაძლოა 15 ათასამდე უცხო ქვეყნის ჯარისკაცი დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები