ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი მადონაა, რომელმაც წელს 125 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რეიტინგში მადონას შემდეგ, არიან ლედი გაგა და ბონ ჯოვი. მადონას შემოსავლის მთავარ წყაროს საკონცერტო ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები და ასევე ტანსაცმლის საკუთარი ხაზის Material Girl-სა და პლათფორმა Truth or Dare გაყიდვებიდან შემოსული შემოსულობები წარმოადგენს.
შედარებით ნაკლები გამოიმუშავა წელს ლედი გაგამ, რომლის შემოსავალმაც 2013 წლისთვის 80 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ბონ ჯოვის შემოსავალი კი მხოლოდ 79 მლნ დოლარით განისაზღვრა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების „ტოპ-10"-ში ასევე მოხვდნენ: ტობი კიტი (65 მლნ დოლარი), როკ-ჯგუფი Coldplay (64 მლნ დოლარი), 19 წლის კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი (58 მლნ დოლარი), ქანთრი მომღერალი ტეილორ სვიფტი (55 მლნ დოლარი), ელტონ ჯონი (54 მლნ დოლარი), ბიონსე (53 მლნ დოლარი) და ასევე ქანთრის შემსრულებელი კენნი ჩესნი (53 მლნ დოლარი).
რეიტინგის მეორე ათეული კი ასე გადანაწილდა: P. Diddy (50 მლნ დოლარი), ბრიტანელი მომღერალი და ჯგუფ „The Beatles_ის ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი (47 მლნ დოლარი), შოტლანდიელი შემსრულებელი კელვინ ხაპპისი (46 მლნ დოლარი), ჯენიფერ ლოპესი (45 მლნ დოლარი), ბრიტანელი როკ მუსიკოსი და ჯგუფ „Pink Floyd"-ის ერთ-ერთი დამაარსებელი როჯერ უოტერსი (44 მლნ დოლარი), ბრიტანული როკ ჯგუფი „Muse" (43 მლნ დოლარი), მომღერალი Rihanna (43 მლნ დოლარი), რეპერი Jay Z (42 მლნ დოლარი), ბოიბენდი One Direction (42 მლნ დოლარი) და რეპერი Dr. Dre (40 მლნ დოლარი).