27 ნოემბერს, 19: 00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის კონცერტინო ბიძინა კვერნაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.
პროგრამაშია: ბახი-კანტატა; ბ.კვერნაძე-სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის (პირველი შესრულება საქ-ში); სოლისტი-სალომე ჯიქია (სოპრანო); დირიჟორი- გიორგი შილაკაძე.
ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე მოღვაწეობდა 1928-2010წლებში. საქართველოს სახალხო არტისტი (1979); ზაქარია ფალიაშვილის (1981) და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების (1985) ლაურეატი. 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი" (1987), „მედეა" (1992), „უკვდავება" (1971), „კანტატა; საქართველოზე" _ ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1974), „სადღესასწაულო უვერტიურა" (1977), „ძველი ქართული წარწერები" _ ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის" (1986). ბ. კვერნაძეს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია" (ჯ. კახიძესთან ერთად). მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა", „ყვარყვარე", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს".
მასალის გამოყენების პირობები