საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა, საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგი "ВВ-" დონეზე, სტაბილურის პროგნოზით დაადასტურა.
იმავდროულად სააგენტომ ქვეყნის მოკლევადიანი სუვერენული რეიტინგი "В" დონეზე, "ВВ" ზღვარით დაადასტურა.
„არჩევნების დასრულებამ არჩევენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკურ ცვლილებებთან ადაპტირება შეუძლიათ. თუმცა ქვეყანაში პოლიტიკურ სფერო ჯერ კიდევ ძალიან ფრაგმენტულია"- აცხადებს Fitch-ი.
სააგენტოს მიაჩნია, რომ საარჩევნო და პოლიტიკური გაურკვევლობა ინვესტიციებსა და შიდა მოთხოვნებზე უარყოფით გავლენას ახდენდა. თავის მხრივ, ამან გავლენა იქონია მშპ-ს ზრდაზე, რომელმაც 2013 წლის 9 თვის განმავლობაში 1,7 %-ი შეადგინა.
იმავდროულად, Fitch-ი აღნიშნავს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ორმხრივი ურთიერთობები რუსეთთან. რუსეული ბაზარი, რომელიც ქართული პროდუქციისთვის 2006 წელს ჩაიკეტა, ისევ გაიხსნა. მოსალოდნელია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში 2014-2015 წლებში კიდევ გაიზრდება.