21 ნოემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" პირველად საქართველოში გაიხსნება „სამი მუშკეტერის" კინოფესტივალი. კინოფესტივალზე დასწრება შეეძლებათ თიბისი ბანკის მომხმარებლებს და პარტნიორებს, ასევე ბანკის Facebook გვერდის მომხმარებლებს.
ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას საშუალება ექნება, ნახოს და გაიხსენოს „სამი მუშკეტერის" ყველა დროის საუკეთესო ფილმები.
ფესტივალის ფარგლებში, 21-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ნაჩვენები იქნება სხვადასხვა დროს - 1939 წლიდან 2011 წლამდე გადაღებული 8 ფილმი.
ყოველდღე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ალექსანდრე დიუმას რომანის 2 ეკრანიზაცია -ერთი ძველი და ერთი ახალი.