ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ რუსეთის ზეწოლა უკრაინაზე „რუსების იმიჯს აზიანებს" და „სასურველის საწინააღმდეგოს ეფექტს იძლევა". განცხადება ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა „ფრანს პრესისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ჩაშლამ ვილნიუსში „შესაძლოა მიგვიყვანოს ხანგრძლივ პაუზამდე უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებში". მისივე თქმით, არ არის გარანტია იმისა, რომ ეს დოკუმენტი „ერთ ან ორი წელში იქნება ხელმოწერილი".
მასალის გამოყენების პირობები