მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ვიზტის ფარგლებში დღეს "ედინაია რასიას" წევრებთან შეხვედრებს გამართავს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, რუსეთის დედაქალაქში იგი მოლაპარაკებებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე გამართავს, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
ზურაბ ნოღაიდელი თბილისში 11 მარტს დაბრუნდება.