ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობა განავითარებს შესაბამის საკანონმდებლო ბაზას და აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის".
როგორც სამთავრობო პროგრამაშია გაწერილი, აღნიშნულის მიღწევა კი დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნის გზით მოხდება.
„ამასთან, ხელს შეუწყობს კომპანიების ზრდისა და განვითარებისათვის ხელშემშლელი ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრას. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორთა ნდობის ამაღლების მიზნით, არსებული საინვესტიციო კანონმდებლობა შეიცვლება ახალი, საერთაშორისო ნორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი კანონმდებლობით"- ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.