2013 წლის 14 ნოემბრიდან ქ.თბილისში მიმდინარეობს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ - შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენა.
სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული რეგისტრატორები ნოემბრის თვის ბოლომდე შემოივლიან მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობას და ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის გამოკითხვის გზით მიიღებენ ინფორმაციას ოჯახის უფროსის სახელის და ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქსტატი დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სრულყოფილად და მაღალორგანიზებულად განხორციელების მიზნით, გაუწიონ დახმარება საქსტატის თანამშრომლებს და მიაწოდონ მათ ობიექტური ინფორმაცია.
თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია.
გავიგოთ რამდენი ვართ!
მასალის გამოყენების პირობები