20 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 12 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.920 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-10.040 პროცენტით, განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 10.4 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
მასალის გამოყენების პირობები