აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც იყო მოწოდება უკრაინის მთავრობისადმი ექს-პრემიერ იულია ტიმოშჩენკოს გათავისუფლების შესახებ ტიმოშჩენკოს გარემოცვალს 220 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა. ასეთი მონაცემები წარადგინეს აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში.
„უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს უცხოელი აგენტების შესახებ ინფორმაციის გახსნის სისტემაში ხელმისაწვდომია ლობისტური ფირმის ანგარიში, რომელიც იულია ტიმოშჩენკოს ინტერესებს წარმოადგენს.
მასში საუბარია უკრაინელი კლიენტების მიერ გადახდილი ჰონორარების ოდენობაზე და მათ ინტერესებში ჩატარებულ სამუშაოზე. უკრაინის ექს-პრემიერის ოჯახის წარმომადგენლად ერთ ერთი პრესტიჟული კომპანია Wiley Rein-ი მუშაობს.
ამას გარდა, ტიმოშჩენკოს მაღალჩინოსანი წარმომადგენელი აშშ-ში ასევე არის ექს-დეპუტატი ჯიმ სლატერი, რომელიც 1983-1995 წლებში აშშ-ს კონგრესში კანზასის შტატს წარმოადგენდა. ახლა სლატერი Wiley Rein-ში პარტნიორია, რომელსაც ვაშინტონის ცენტრში ორი შენობა უკავია. სლატერის ანგარიშით, რომელიც მან აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს გადასცა ნაჩვენებია მისი თანამონაწილეობა აშშ-ს სენატის მიერ ამ რეზოლუციის მიღების საქმეში.
დაწყებული აპრილიდან სლატერს კონტაქტი ჰქონდა სწორემ იმ კონგრესმენებთან რომლებმას ეს დოკუმენტი განსახილველად შეიტანეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 23 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით Wiley Rein-ის წარმომადგენლებს სენატორ დურბინის ოფისთან 13 კონტაქტი ჰქონდა. სენატში ასახულებაკდ ეს დოკუმენტი სენატორებმა დიკ დურბინმა ფა ჯეიმს ინხოფმა შეიტანეს.
ამ სამუშაობისათვის Wiley Rein-მა ტიმოშჩენკოს ოჯახისგან ნახევარი წლის განმავლობაში 220 ათასი აშშ დოლარი მიიღო. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაციის მიხედვით, იულია ტიმოშჩენკოს ქალიშვილმა პირადად 17,5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. დანარჩენი ფული კი ჯილდოს სახის ლობისტებს ოფშორული ფირმებიდან -Interamex, Restort Group Ltd, а также Alpha Tech Inc. გადაერიხათ.