ოქტომბერში ევროკავშირის 27 სახელმწიფოში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია 4,7 %-ით გაიზარდა და ახალი ავტომობილების რაოდენობამ 1 მლნ ავტომობილს გადააჭარბა. სექტემბრის მონაცემებით კი ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4 %-ი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერი გამოკლებით, ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა არ ყოფილა. მაგალითისთვის აგვისტოში რეგისტრაციის მაჩვენებელი 5 %-ით იყო შემცირებული. ანალოგიური კლება იყო ივლისშიც.
უახლოესი 10 თვის განმავლობაში, ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი ავტომობილების რაოდენობამ 10 მლნ ერთეულს გადააჭარბა, რაც 3,1 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
მასალის გამოყენების პირობები