ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმის დიაგნოზით მარნეულში მცხოვრები აიდა ისმაილოვა მოათავსეს.
ისმაილოვას მეუღლე ამავე დიაგნოზით რამდენიმე დღეა საავადმყოფოში იმყოფება.
ექიმები მიიჩნიევენ, რომ ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, სახლის პირობებში დამზადებული პომიდვრის მწნილით მოიწამლნენ.
როგორც ექიმები აცხადებენ, ამ დროისთვის აიდა ისმაილოვას და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.