ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოხან სინგხმა მუმბაიში სპეციალურად ქალებისთვის სახელმწიფო ბანკი გახსნა. ბანკის თანამშრომლები და მისი კლიენტები სულ ქალები არიან და უახლოეს წლებში ბანკის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ ასეთი ტიპის ბანკები მსხვილ სოფლებშიც გაიხსნას. ბანკი ეხმარება ქალებს განათლებისა და საკუთარი ბიზნესის დაფინანსებაში.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, ქალებს ფინანსებთან წვდომის მინიმალური შესაძლებლობები აქვთ და სწორედ ამიტომ გადაწყდა სახელმწიფო ბანკის შექმნა, რათა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი ქალებმაც შეიტანონ.
მასალის გამოყენების პირობები