ვენაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა. ილჰამ ალიევმა და სერჟ სარგსიანმა სასტუმრო Palais Coburg -ის შენობა ისე დატოვეს, რომ პრესასთან არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ ერთი ქვეყნის დელეგაციაში არსებულმა წყარომ მათ აცნობა, რომ შეხვედრის შედეგებზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადების გაკეთება იგეგმება.
ეს პირველი შეხვედრა იყო ორი სახელმწიფოს მეთაურის, რომელიც ორწლიანი შესვენების შემდეგ გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება იყო.