იტალიის სავაჭრო პალატების კავშირის კვლევის მიხედვით. იტალიელები საკვებში შედარებით ნაკლებს ხარჯავენ. ერთი წლის განმავლობაში იტალიის მოსახლეობის დანახარჯები, რომელსაც ისინი კვებისთვის სწევდნენ 2 მლრდ ევროთი შემცირდა
კვლევამ აჩვენა, რომ იტალია 2013 წლისთვის საჭმელში დახარჯული თანხებით, გასული წლის 60-იანი წლების მაჩვენებელს დაუბრუნდა. თუმცა ნავარაუდევია, რომ 2014 წლისთვის სიტუაცია დასტაბილურდება და საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა ისევ გაიზრდება.
იტალიელებმა ძირითად კვების პერიოდებს შორის კვება შეამცირეს და დიდი დოზით აღარც გაზირებულ სასმელებს ყიდულობდნენ. მათ მიერ შემცირდა ასევე, ტკბილეულის ყიდვაც, თუმც ირკვევა, რომ იტალიელებმა უპირატესობა ოჯახში მომზადებულ ტკბილეულს მიანიჭეს.