ტოკიოში საიუველირო კომპანია „ტანაკა კიკინდზოკუმ" გაყიდვაში გაიტანა ოქროსგან დამზადებული საახალწლო ნაძვის ხე, რომლის ღირებულებაც 5 მლნ დოლარია. 2,4 მ. სიმაღლის ნაძვის, 43 კგ ოქროსგანაა დამზადებული. ნაძვის ხე მორთულია ოქროსავე სათამაშოებით, რომლებზეც მფრინავი „მიკი მაუსი", ასევე მისი მეგობარი მინი და დონალდ დაკი არიან გამოსახულნი.
მილიონერებისათვის განკუთვნილი ნაძვის ხე ახალ პატრონს საიუველირო მაღაზიაში 25 დეკემბრამდე დაელოდება. იმავე მაღაზიაში წარმოდგენილია ასევე ამ ნაძვის ხის მინი ვერსიაც, რომლის ღირებულებაც 1,62 ათასი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ტანაკა კიკინდზოკუს" ძვირადღირებული პროდუქცია ადრეც გამოუტანია ბაზარზე და ეს პირველი შემთხვევა არაა. 2008 წელს კომპანიამ ბაზარზე გამოიტანა ოქროს ნაძვის ხე, რომელიც ბრილიანტის თვლებით იყო გაწყობილი. მაშინ ბრილიანტებით გაწყობილი ნაძვის ხის ღირებულება 1,5 მლნ დოლარი იყო. 2007 წელს კი კომპანიამ მომხმარებელს ოქროსაგან ჩამოსხმული 20 კგ-იანი სანტა კლაუსი შესთავაზა.