ერევანი თებერვლამდე პრაქტიკულად მზად იქნება ხელი მოაწეროს შეთანხმებას საბაჟო კავშირსა და ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების შესახებ. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა გააკეთა. სავარაუდოდ, უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭო 19 დეკემბერს დაამტკიცებს სომხეთის საბაჟო კავშირთან გაწევრიანების „საგზაო რუკას".
მინისტრის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ ერევანი სთხოვს თავის კოლეგებს დაჩქარებულ რიტმში იმუშაონ, იმისათვის რათა მაისამდე სომხეთი საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის წევრი გახდეს.
„მიმაჩნია, რომ თემებრვლამდე სომხეთი პრაქტიკულად მზად იქნება ხელი მოაწეროს შეთანხმებას და უშუალოდ ფორმირების პროცესში ჩაერთოს", _ განაცხადა კოჩარიანმა.