დღეს, 19 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი ახალგაზრდა ქართველ პოეტებს უმასპინძლებს.
პოეტები უსახლკაროთა თავშესაფრის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ნატო ინგოროყვა, სალომე ბენიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თორნიკე ჭელიძე, ლია ლიქოკელი, გვანცა ჯობავა, გიორგი არაბული, თამთა დოლიძე, ირაკლი კაკაბაძე, ნათია ნაცვლიშვილი.
საღამოზე გაიმართება მებო ნუცუბიძის, ჯგუფების - "მასკულტურა" და "LOUDspeakers" კონცერტი.
ბილეთის ღირებულება 3 ლარი იქნება და შემოსული თანხა თავშესაფრის კეთილმოწყობას მოხმარდება.
აქციის მხარდამჭერია lib.ge.