ყაზანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები არ ჰქონდა. ამის შესახებ ავიაკომპანია „ტატარსტანის" პრეს-სპიკერმა გულნაზ მინიხანოვამ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავმა კვირას რამდენიმე რეისი შეასრულა. ყაზანიდან „ბოინგი" ერევანში გაფრინდა და უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც მოსკოვის მიმართულებით აიღო გეზი და უკან უნდა დაბრუნებულიყო.
რეისებს შორის თვითმფრინავის ტექნიკური შემოწმება ჩატადა და რაიმე სახის ხარვეზი არ დაფიქსირებულა. წინა რეისებიც საშტატო რეჟიმსში შესრულდა.
წუხანდელი ავიაკასტროფის შედეგად ყაზანში 50 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აეროპორტ „ყაზანში" დაშვებისას ავიაკომპანია „ტატარსტან"-ის კუთვნილი „Boeing 737"-მა კატასტროფა განიცადა. ავიალაინერი მოსკოვიდან მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები დაიღუპა. დაღუპულია 44 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.
დაღეპულთა შორის არის თათრეთის პრეზიდენტის ვაჟი ირეკ მინნიხანოვი და ასევე თათრეთის მიმართულების რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ანტონოვი.
დაზუსტებული ცნობებით ვერტმფრენში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.
საგამოიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.