საერთაშორისო აეროპორტ „ყაზანში" დაშვებისას ავიაკომპანია „ტატარსტან"-ის კუთვნილი „Boeing 737"-მა კატასტროფა განიცადა. ავიალაინერი მოსკოვიდან მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები დაიღუპა. დაღუპულია 44 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. თათრეთში დღევანდელი დღე გლოვის დღედაა გამოცხადებული.
დაღეპულთა შორის არის თათრეთის პრეზიდენტის ვაჟი ირეკ მინნიხანოვი და ასევე თათრეთის მიმართულების რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ანტონოვი.
დაზუსტებული ცნობებით ვერტმფრენში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.
საგამოიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.