შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციამ საკუთარ პროგნოზებს ფასების კლების მიმართულებით გადახედა. ორგანიზაციამ საკუთარი პროგნოზები 2013/14 მარკეტინგულ წლებში პროდუქციის ჭარბი ოდენობით ახსნა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მომავალ წელს ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად შესაძლოა სეზონური დეფიციტი შექმნას. სავარაუდოდ მსოფლიო შაქრის წარმოება 203 მლნ ტონით შემცირდება რა ამჟამად არსებული მარაგების შემცირებასაც გამოიწვევს. აღნიშნულის მიუხედავად, უახლოესი 10 თვის განმავლობაში, ექსპერტები შაქრის ფასის კლებას ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები