ლუქსემბურგის ბიზნესგადამზიდავი Luxaviation-ი, 2014 წლის 15 იანვრიდან საერთაშორისო ქსელის განვითარების ფარგლებში, საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის სამი თვითმფრინავი იქნება მუდმივად ბაზირებული. ეს არის პირველი უცხოური ოპერატორი, რომელიც საქართველოს ბაზაზე ბიზნესგადაზიდვას იწყებს, ასეთი სერვისი აქამდე არ არსებობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა ქართული მხრიდან ბიზნესფრენებზე მოთხოვნამ, კერძოდ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ.
„როგორც ჩანს საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია სეგმენტის განვითარებით და ყველანაირად უჭერს მხარს ლუქსემბურგის ოპერატორის ინიციატივას"- ნათქვამია Luxaviation-ის ოფიციალურ ინფორმაციაში.
თუმცა კომპანია ღიად არ საუბრობს, თუ რა სახით უჭერს მას მხარს საქართველოს მთავრობა.
Luxaviation-ის ხელმძღვანელის პატრიკ ჰანსენის განმარტებით, გეოგრაფიული და ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე საქართველო მათი ბიზნესისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ კომპანიის გადაწყვეტილებას განაპირობებს მსხვილი ქართველი ბიზნესმენების მოთხოვნები.
ბიზნესგადწიდვების უნზრუნველყოფა განპირობებულია თავად ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების გადაწყვეტილებით, ხოლო Luxaviation-ზე არჩევანის გაკეთება განაპირობებს ის გარემოება, რომ Luxaviation-ი ევროპაში პოზიციონირებს, როგორც ავიატაქსი.
შეგახსენებთ, რომ Luxaviation-ი 2008 წელს შქიმნა. 2011 წელს გაერთიანდა გერმანულ ბიზნსგადამზიდავ FairJets-თან, თუმცა საკუთარი სახელი შინარჩუინა. კომპანია ბაზირებული ლუქსემბურგის აეროპორტში და მას 17 თვითმფრინავი გააჩნია. რამდენიმე ხნის უკან Luxaviation-მა ბელგიური Abelag Aviation-ს აქტივები შეიძინა.