სასულიერო პირებმა სახელმწიფო კანცელარიის 10-ე სართულზე გიორგი მარგველაშვილის სამუშაო კაბინეტი აკურთხეს.
როგორც კანცელარიის წარმომადგენლები განმარტავენ, საქართველოს ახალი პრეზიდენტი უახლოესი თვეების განმავლობაში სწორედ მთავრობის სასახლიდან განახორციელებს მისი უფლება-მოვალეობების შესრულებას.
გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში იმუშავებს, თუმცა მას ჯერ-ჯერობით ახალ კაბინეტში პირადი ნივთები არ მიუტანია.
უკვე ცნობილია, რომ ამავე შენობაში დაიდებს ბინას პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურიც, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად განთავსდება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის კაბინეტი.
გიორგი მარგველაშვლი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ხვალიდან შეუდგება.