ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გაიხსნა. ახლად გახსნილი ტაძარი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. ცერემონიას სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძეც ესწრებოდა.
როგორც ცნობილია, ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყოდა მას თავად მსჯავრდებულები აშენებდნენ. პატრიარქის განცხადებით, ახლადაშენებულ ეკლესიაში სტიქაროსნები თავად არასრულწლოვანი პატიმრები იქნებიან.
უწმინდესმა პატიმრებს ტკბილეულიც გადასცა.