10 მარტს, 16:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ედპ-ის ოფისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან ედპ-ის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, გურამ ჩახვაძე (პარლამენტარი, ინტეფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც მონიტორინგს გაუწევს არჩევნების პროცესს), ედპ-ის პოლიტიკური მდივანი გიორგი გოგნიაშვილი.