ვულკანის ფერფლი ამიერიდან თვითმფრინავებისათვის წინაღობა აღარ იქნება. უცხოური მედიის ინფორმაციით, EasyJet-მა
AVOID-ის (Airborne Volcanic Object Identifier and Detector) გამოცდა უკვე წარმატებით განახორციელა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ AVOID სამომავლოდ პილოტებსა და დისპეჩერებს ვულკანური ფერფლისას ნავიგაციაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია EasyJet-ი ერთი-ერთი იყო, იმ 10 ავიაკომპანიიდან, რომელმაც 2010 წელს ისლანდიის ვულკანური ფერფლის გამო ფრენები შეწყვიტა. თუმცა AVOID-ი ავიაკომპანიებს ვულკანის დროს ფრენების განხორციელებაში დაეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები