პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 120 ქართველი იუნკერის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შეგახსენებთ, რომ ბაქრაძე პოლონეთში ვიზიტით მესამე დღეა, რაც იმყოფება და უკვე მიიღო მონაწილეობა სახელისუფლო პარტიის მესამე კონგრესში, რომელზედაც სიტყვითაც გამოვიდა.
დღესვე, ბაქრაძე მოინახულებს ქართველი იუნკერის ქონებას, რომელიც ანდერძით საქართველოს საელჩოს გადაეცა. კერძოდ, მიწის ნაკვეთსა და სახლს.
ამასთან, გაიმართება დავით ბაქრაძის შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან.
19 მაისს დავით ბაქრაძე ვარშავიდან ვილნიუსში გაემგზავრება.