ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის და სხვათა საქმეზე სასამართლო განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2013 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძის, გიორგი ნემსიწვერიძის და ძებნაში მყოფ აშოტ მანუკიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მათ ბრალად ედებოდათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური დანაშაული, ასევე დანაშაულის ჩადენა მმართველობის წესის წინააღმდეგ და ფულად საკრედიტო სისტემაში. სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია მათ მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 26 სასამართლო სხდომა, მოწმის სახით დაიკითხა ბრალდების 44 მოწმე და 6 ბრალდებული.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების შედეგად ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, შესაბამისად გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩანის აღსულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდებათ გირაოს შემტან პირებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას ბრალად შერაცხულ ქმედებებში და გახდებოდა საფუძველი მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
მხარეებს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის ვადაში გადაეცემათ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.