დღეს, 15 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ლექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალანდაძის, მარნეულის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, სარაჯიშვილის და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, მარიჯანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ევდოშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.