მილანის პროკურატურამ ამერიკულ კორპორაცია Apple-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ „მოკბეჩილი ვაშლი" მილანის საგადასახადო უწყებას გადასახადებს უმალავდა. საუბარია 1 მლრდ ევროზე მეტი თანხის დამალვაზე. როგორც იტალიური პრესა წერს, იტალიელ სამართალდამცველებს ეჭვები იტალიაში Apple-ის 2 თანამშრომლის მიმართ აქვთ.
საუბარია 2010-2011 წლებში კომპანიის მიერ თანხების დამალვაზე.