საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული კონსტანტინე გულორდავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა.
მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა და გულორდავას 2 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.
ზუგდიდში, პატრულის თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ბრალდებული კოტე გულორდავა 2 დღის წინ დააკავეს.
დაკავებამდე გულორდავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, დაკითხვის პარალელურად კი, სამართალდამცავი ორგანოს შენობასთან მისი მხარდამჭერები აქციას მათავდნენ და გულორდავას გათავისუფლებას ითხოვდნენ.
გულორდავამ მისი მეჯვარე პატრულ-ინსპექტორი გოგა ანჩაბაძე 12 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე მას შემდეგ დაჭრა, რაც შეიტყო, რომ ანჩაბაძე მისი ორსული მეუღლის გაუპატიურებას ცდილობდა.
პირადი უთანხმოების საუძველზე წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, გულორდავამ ანჩაბაძეს ყური მოჭრა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომზე მძიმეა. მას ასევე მოტეხილი აქვს ორივე ქვედა კიდური.
დანაშაულის ჩამდენი კოკა გულორდავას ოჯახის წევრები და ადვოკატი მისთვის პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმებოდნენ და გულორდაას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა.