გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის დროს უძველესი სამარხი აღმოაჩინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ სამარხი IX საუკუნისაა და, შესაძლოა, სასულიერო პირს ეკუთვნოდეს.
მისივე თქმით, სამარხის აღმოჩენის გამო, ეკლესიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. აღმოჩენის ადგილზე არქეოლოგიური გათხრები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები