დღეს, 14 ნოემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანის" მცირე დარბაზში სლოვაკური კინოს დღეები გაიხსნება ფილმით "ვიდრე გათენდება" .
თბილისში გამართული კინოს დღეების მიზანია, სლოვაკური ფილმის პოპულარიზაცია საქართველოში და ემყარება ეროვნული კინოცენტრისა და სლოვაკეთის კინოინსტიტუტის მრავალწლიან თანამშრომლობას. ასეთივე კულტურული მოვლენა - ქართული კინოს დღეები 2012 წელს ბრატისლავაში გაიმართა.
ოთხი დღის განმავლობაში, თბილისში, ქართულ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვესლოვაკურ კინემატოგრაფს. კინოსეანსების დაწყებამდე, ფილმებს თავად სლოვაკელი რეჟისორები და სლოვაკეთის კინოინსტიტუტის წარმომადგენლები წარადგენენ.
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს. კულტურული თანამშრომლობის მთავარი სიმბოლოა1977 წელს გადაღებული ფილმი "რაჭა ჩემო სიყვარულო", (ჩეხოსლოვაკეთი, საბჭოთა კავშირი) რომელიც პირველ ქართულ-სლოვაკურ კოპროდუქციად შეიძლება ჩაითვალოს.
კინოჩვენებები როგორც საქართველოში, ისე სლოვაკეთში, ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთის კინოინდუსტრიების დაახლოებას.
კინოს დღეების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და სლოვაკეთის კინოინსტიტუტი.
დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები